გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 261
სიახლეები
ახალგორის მუნიციპალეტის გამგებლის მილოცვა 28 დეკ, 2017
ჩემო ძვირფასო ახალგორელებო, ქსნისხეველებო, გულითადად მინდა მოგილოცოთ დამდეგი 2018 ახალი წელი. მომავალი წელი ყოფილიყოს ჩვენი სამშობლოს გაერთიანების, გაძლიერების, ეკონომიური და სოციალური აღორძინებისა და წინსვლის, ურთიერთთანადგომისა და სიყვარულის წელიწადი. თითოეული ჩვენთაგანის ოჯახის ბედნიერება და სიკეთე სწორედ ჩვენი ქვეყნის სიძლიერეზე და წარმატებაზეა დამოკიდებული, სხვაგვარად ჩვენი სანუკვარი ოცნება ჩვენს მამა-პაპის ფუძეზე დაბრუნება შეუძლებელი იქნება.

საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს სამშობლოს გაერთიანებისა და გაძლიერებისთვის.

ახალგორის მუნიციპალიტეტი მიუხედავად ჩვენი მწირი შესაძლებლობისა და ვითარებისა, რაშიც ვიმყოფებით, მცდელობას არ ვაკლებთ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ვიზრუნოთ წეროვანის, წილკანისა და ფრეზეთის დასახლებებისთვის, როგორც ინფრასტრუქტურული, საყოფაცხოვრებო ასევე სოციალური და სამედიცინო მომსახურეობის ხელმისაწვდომობისა და გაუმჯობესების მიზნით. თუმცა მხოლოდ ხელისუფლება, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი თუნდაც რომელიმე პიროვნება ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეძლებს არსებული უმძიმესი გამოწვევების გამკლავებას და პრობლემების მოგვარებას თუ ყველა არ გავერთიანდით, თუ ყველამ არ მივიღეთ მონაწილეობა ჩვენი სამშობლოს აღმშენებლობის საქმეში. ჩვენ, დევნილებს განსაკუთრებით მძიმე ხვედრი გვარგუნა ბედმა და განსაკუთრებით ეხლა გვმართებს ერთობა, რათა ერთმანეთს შევუმსუბუქოთ ის მძიმე მდგომარეობა, როგორც ფსიქოლოგიური ისე სოციალური. პირადად მე და მთლიანად ჩვენი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა და კოლექტივი მზად ვართ მომავალშიც ღირსეულად ვემსახუროთ საკუთარ ხალხს და ქვეყანას.

კიდევ ერთხელ მოგილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, ასევე გილოცავთ ჩვენი უწმინდესი პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების 40 და დაბადების 85 წლისთავს. ერთად ვილოცოთ მისი ჯანმრთელობისა და დღეგრძელობისათვის, როგორც მშვიდობის, სიკეთის, სიყვარულის ტოლერანტობის, საქართველოს კეთილდღეობისა და მართლმადიდებლური ეკლესიის სიძლიერისა გარანტისა.



პატივისცემით ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი

ნუგზარ თინიკაშვილი


ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე აქციის ფარგლებში წეროვანში უფასო გამოკვლევები ჩატარდა 12 იან, 2018
დღეს კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ცხრა სხვადასხვა პროფილის მაღალპროფესიონალმა ექიმებმა დევნილი ...
საკრებულომ გამგებლის ანგარიში მოისმინა და დადებითად შეაფასა 10 იან, 2018
8 იანვარს, ახალგორის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში საკრებულოს მიერ მოწვეულ სხდომაზე , მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა 2017 წლის მუშაობის შესახებ ...
საახალწლოდ შეჭირვებულ ოჯახებს სურსათი დაურიგდა 10 იან, 2018
ახალგორის მუნიციპალიტეტმა დევნილი მოსახლეობის სამივე დასახლებაში, 85 შეჭირვებულ ოჯახს საახალწლოდ სურსათი გადასცა და შობა-ახალი წელი ...
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მოადგილეს შეხვდა 25 დეკ, 2017
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მოადგილეს შეხვდა დღეს 28 ნოემბერს წეროვანის დევნილთა დასახლებას გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი ...
მერიის საჩუქარი ახალგორის მუნიციპალიტეტს 13 ოქტ, 2017
ახალგორის მუნიციპალიტეტს, ქალაქ თბილისის მერიის მიერ საჩუქრად გადაეცა ოთხი ცალი მოსაცდელი. სამი ცალი დამონტაჟდება ფრეზეთის დასახლებაში, ერთი ცალი კი წილკანის ...
სტუმრები ჩეხეთიდან 4 ოქტ, 2017
წეროვანის დასახლებას ჩეხეთის ერთ-ერთი რეგიონის გუბერნატორი, პარლამენტარები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. წეროვანის ყოფილი სათბურების ...
ერისთავობა 2017 3 ოქტ, 2017
ყველას გილოცავთ ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების ხსენების დღეს ! მათი ლოცვით უფალმა აკურთხოს ჩვენი ქვეყნის ერთიანობა, გისურვებთ მომავალ წელს ...
ეუთოს წარმომადგენლები წეროვანში 28 სექ, 2017
წეროვანის #3 საჯარო სკოლაში, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელ ნუგზარ თინიკაშვილს, დევნილთა მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ...
1 2 3

ახალგორის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით