გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 269
სიახლეები
ახალგორის გამგებელი - არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების ვადებზე ვერ ვისაუბრებთ 2 მარ, 2018
ახალგორის გამგებელი - არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების ვადებზე ვერ ვისაუბრებთ, ვინაიდან იყო შეთანხმებები, რომლებიც რამდენჯერმე დაირღვა

12:48, 27.02.2018



არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების ვერავითარ ვადებზე ვერ ვისაუბრებთ, ვინაიდან იყო გარკვეული შეთანხმებები, რომლებიც რამდენჯერმე დაირღვა, – ამის შესახებ ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა განაცხადა.



მისი თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ცხედარი უმოკლეს დროში გადმოასვენონ. რაც



„არანაირ 48 ან 24 საათზე არ არის საუბარი, ვიმეორებ, შეიძლება მოხდეს ეს უსწრაფესად, შეიძლება – ერთ დღეში, ან ორ დღეში. ყველა ღონეს ხმარობს ხელისუფლება, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, რომ უმოკლეს დროში დაუბრუნდეს ოჯახს მიცვალებული“, – განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.



არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა 22 თებერვალს უკანონოდ დააკავეს.



ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე უარი განაცხადეს. მათი თქმით, ცხედარი ტატუნაშვილის ოჯახს მას შემდეგ გადაეცემა, რაც რუსეთის ფედერაციის ტერიტოერიაზე ექსპერტიზა ჩაუტარდება.



არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოსვენების მოთხოვნით გუშინ აქცია გამართეს და ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს.



მოგვიანებით, გარდაცვლილის მამა შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა.



გიორგი ტატუნაშვილის განცხადებით, ის შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, სადაც შეთანხმდნენ, რომ ოჯახის წევრები კიდევ ორი დღის განმავლობაში დაელოდებიან ცხედრის გადმოსვენებას და აქციებს შეწყვეტენ.


კონკურსი ,,ჩვენი ეზო’’ 8 აგვ, 2018
დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს ქალთა საბჭოს’’ ინიცირებით სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და ახალგორის მუნიციპალიტეტის ...
10 წელი აგვისტოს ომიდან 8 აგვ, 2018
დღეს ახალგორის მუნიციპალიტეტმა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან ბატონ სოლომონ პავლიაშვილთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ...
ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა! 13 ივლ, 2018
წარმოგიდგენთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული იმ უძრავი ქონების ბინადრობის/სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალს, რომლიდან ერთ-ერთი მაინც ...
აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში ქალბტონ ელიზაბეთ რუდს 12 ივლ, 2018
ქალბატონო ელიზაბეთ, ახალგორის მუნიციპალიტეტის სახელით კიდევ ერთხელ გვსურს დაგიდასტუროთ უდიდესი პატივისცემა და მადლიერება თქვენი სახელმწიფოსა და საელჩოს მიმართ იმ ...
ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა! 9 ივლ, 2018
მიმდინარე წლის 16 ივლისიდან 6 აგვისტომდე წეროვანის დევნილთა დასახლებაში გამგეობის შენობის სააქტო დარბაზში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით ...
შეხვედრა წეროვანში 14 მაი, 2018
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, წეროვანის #3 საჯარო სკოლაში, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელ ნუგზარ თინიკაშვილს, დევნილთა მინისტრის მოადგილე შოთა ...
ახალგორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოგიწოდებთ ! 19 თებ, 2018
ახალგორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოგიწოდებთ ! ქვეყანაში წითელას ეპიდემიის საშიშროებაა ! წითელა სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა ...
ლიტვის პრემიერ მინისტრი ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში 31 იან, 2018
დღეს, 30 იანვარს საქართველოში ოფიციალური ვიზიტის პროგრამის ფარგლებში ლიტვის პრემიერ მინისტრმა საულიუს სკვერნელისმა იძულებით გადაადგილებული დასახლება - ფრეზეთი ...
1 2 3 4

ახალგორის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით