გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 260
სიახლეები
ერისთავობა 2017 3 ოქტ, 2017
ყველას გილოცავთ ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების ხსენების დღეს ! მათი ლოცვით უფალმა აკურთხოს ჩვენი ქვეყნის ერთიანობა, გისურვებთ მომავალ წელს ერთად გვეზეიმოს ეს დიდი საერო დღესასწაული ჩვენს მამაპაპისეულ მიწაზე, ახალგორში...

ამ ლამაზ დღეს ახალგორში ვზეიმობდით...იქ ახალგორში სადაც ერისთავთა გული ფეთქავდა, სადაც ქართული სული ყალიბდებოდა და ქართველობა ხარობდა. დღეს ეს დღესასწაული აღინიშნა წეროვანის დევნილთა დასახლებაში.

საზეიმო განწყობა ჩვენთან ერთად გაიზიარეს ჩამობრძანებულმა სტუმრებმა: მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, დევნილთა მინისტრის მოადგილეებმა შოთა რეხვიაშვილმა და მამაუკა ცოტნიაშვილმა მათ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ნუგზარ თინიკაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ბალაშვილთან ერთად მოსახლეობას მიულოცეს ერისთავობა ამ დღესთან დაკავშირებით გახსნეს წილკნის დევნილთა დასახლებაში ბაგა-ბაღი.

ამ დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ადგილობრივი, ისე მოწვეული ანსამბლები, მომღერლები და პოეტები.

ქსნის ხეობელთა სამადლობელი სიგელი გადაეცა პოეტ ტარიელ ხარხელაურს და კვარტეტ ,,კესანეს''. ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცა სამადლობელი სიგელი.

გაიმართა ქართული ჭიდაობა, გამარჯვებულები ახალგორის მუნიციპალიტეტმა დააჯილდოვა ფულადი პრიზებით.

დასასრულს ნუგზარ ფსუტურის სახელობის კულტურის სახლთან მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.


მერიის საჩუქარი ახალგორის მუნიციპალიტეტს 13 ოქტ, 2017
ახალგორის მუნიციპალიტეტს, ქალაქ თბილისის მერიის მიერ საჩუქრად გადაეცა ოთხი ცალი მოსაცდელი. სამი ცალი დამონტაჟდება ფრეზეთის დასახლებაში, ერთი ცალი კი წილკანის ...
სტუმრები ჩეხეთიდან 4 ოქტ, 2017
წეროვანის დასახლებას ჩეხეთის ერთ-ერთი რეგიონის გუბერნატორი, პარლამენტარები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. წეროვანის ყოფილი სათბურების ...
ეუთოს წარმომადგენლები წეროვანში 28 სექ, 2017
წეროვანის #3 საჯარო სკოლაში, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელ ნუგზარ თინიკაშვილს, დევნილთა მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ...
შეხვედრა საფრანგეთის ელჩთან 19 სექ, 2017
19 სექტემბერს ფრანგული მხარის ინიციატივით შედგა შეხვედრა საფრანგეთის ელჩ პასკალ მენიესა და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელ ნუგზარ თინიკაშვილს შორის. შეხვედრაზე ...
2017-2018 სასწალო წელი დაიწყო 15 სექ, 2017
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ! დღეს წეროვანისა და ახალდაბა-ფრეზეთის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წლის ...
წეროვანში იგეგმება სასათბურე მეურნეობის მშენებლობა 14 სექ, 2017
დღეს მცხეთა-მთიანეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის შალვა გივიშვილის ინიციატივით, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო ...
წმინდა ნინოს ბარელიეფის მშენებლობა წეროვანში 7 სექ, 2017
ახალგორის მუნიციპალიტეტის ინიცირებით წეროვანის დევნილთა დასახლებაში (დასახლების შემოსასვლელში) მიმდინარეობს წმინდა ნინოს, როგორც ქრისტიანობის შემომტანის ...
სორბონას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები სტუმრად წეროვანის დევნილთა დასახლებაში 7 სექ, 2017
დღეს 7 სექტემბერს წეროვანის დევნილთა დასახლებას ეწვია სორბონას უნივერსიტეტის 26 პროფესორ-მასწავლებელი და მეცნიერ-მუშაკი. გაიმართა შეხვედრა ახალგორის მუნიციპალიტეტის ...
1 2 3

ახალგორის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით