გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 276
სიახლეები
ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამების მომსახურების სამუშაო ჯგუფის ინფორმაცია 2018 წელს გაწეული მუშაობის შესახებ 24 იან, 2019
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 მარტის N8 დადგენილებით დამტკიცებული „ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამების განკარგვის, დაფინანსებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მე - 9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და ამავე წესის მე - 6 მუხლის საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი, წარმოგიდგენთ ინფორმაციას 2018 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.

საანგარიშო პერიოდში სამუშაო ჯგუფის მიერ ჩატარებულია 75 სხდომა, განხილული იქნა სულ 590 (ხუთას ოთხმოცდა ათი) განცხადება, მათ შორის: ავადმყოფთა სამედიცინო მომსახურეობა 365, ოჯახებისა და ბავშვების დახმარება 123, გარდაცვლილთა ოჯახების დახმარება 102,

მუხლი N1 ოჯახების და ბავშვების დახმარება

განსახილველად შემოსულია 123 (ასოცდა სამი) განცხადება, სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა და მიმართა წინადადებით მუნიციპალიტეტის გამგებელს, ახალშობილთა ოჯახებისათვის გაეწია ერთჯერადი ფულადი დახმარება.

მუხლი N2 გარდაცვლილთა ოჯახების დახმარება

შემოსულია განსახილველად 102 (ას ორი) განცხადება, სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა და წინადადებით მიმართა მუნიციპალიტეტის გამგებელს, გაეწია ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილთა ოჯახებისათვის.

მუხლი N3 ავადმყოფთა სამედიცინო დახმარება

შემოსულია სულ 365 (სამას სამოცდა ხუთი) განცხადება. სამედიცინო გამოკვლევებზე 217 (ორას ჩვიდმეტი), ოპერაცია 113 (ას ცამეტი), ვარჯიშებზე 29 (ოცდაცხრა), ქიმიოთერაპია 6 (ექვსი) განცხადება. სამედიცინო გამოკვლევაზე შემოსულ 3 განმცხადებელს სამუშაო ჯგუფმა დაფინანსებაზე უთხრა უარი, სხვა დანარჩენ განცხადებებზე სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა და მიმართა წინადადებით მუნიციპალიტეტის გამგებელს განხილულ განცხადებებზე გაცემულიყო შესაბამისი საგარანტიო წერილი შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში;

ასევე გაცნობებთ, რომ 2018 წელს შემოსულ განცხადებებზე, რომელიც შეეხება ახალშობილებსა და გარდაცვლილთა ოჯახების ერთჯერად ფულად დახმარებას, მთლიანად



შესრულებულია ფინანსური ანგარიშსწორება, ხოლო 2018 წლის ჯანდაცვის კუთხით დარჩენილი (ოპერაციიები, გამოკვლევები, ვარჯიშები) დაფინანსება მიმდინარეობს ეტაპობრივად, მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსული ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების და სამედიცინო დაწესებულებებიდან მითითებული დოკუმენტაციის საფუძველზე.



2018 წლის სოც. პროგრამით გათვალისწინებული ფაქტიური ხარჯები

განცხადება თანხა

1. ავადმყოფთა სამედიცინო დახმარება 365 95 067 ლარი

2. ოჯახებისა და ბავშთა დახმარება 123 36 900 ლარი

3. გარდაცვლილთა ოჯახების დახმარება 102 40 800 ლარი

სულ: 590 172 767 ლარი



წეროვანში ახალი ფეხბურთის მოედანის გაკეთება დაანონსდა 30 აგვ, 2019
წეროვნის დევნილთა დასახლებაში ახალი ფეხბურთის მოედნის პროექტის დაწყება დაანონსდა დღეს წეროვნის დასახლებაში გაიმართა ღონისძიება ახალი ფეხბურთის მოედნის ...
ჩვენ გვახსოვს 2008 წლის 8 აგვისტო... 8 აგვ, 2019
ჩვენ გვახსოვს 2008 წლის 8 აგვისტო... აგვისტოს ომის 11 წლისთავზე ახალგორის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ ...
ფრეზთში თანამედროვე სტანდარტების ბაგა-ბაღი გაიხსნება 2 აგვ, 2019
ფრეზეთში მიმდინარე წლის შემოდგომაზე თანამედროვე სტანდარტების ბაგა-ბაღი გაიხსნება. დღეს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა მოადგილე გელა ...
გაეროს მუდმივი წარმომადგენლები წეროვანში 17 აპრ, 2019
წეროვანის დასახლებას გაეროში აკრედიტირებული მუდმივი წარმომადგენლები ეწვივნენ. შეხვედრა შედგა წეროვანის #3 საჯარო სკოლაში,სტუმრებს მასპინძლობას უწევდა ახალგორის ...
მადლობა 9 აპრილის გმირებს 11 აპრ, 2019
1989 წლის 9 აპრილიდან 30 წელი გავიდა. ახალგორის მუნიციპალიტეტის სკვერში არსებული 9 აპრილის მემორიალი, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო ...
შეხვედრა სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩ პაველ ვიზდალთან 1 აპრ, 2019
2019 წლის 27 მარტს წეროვანის დევნილთა დასახლებას სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პაველ ვიზდალი და სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის ...
გაეროს ასამბლეის ევროპის შტაბის დირექტორი სტუმრად წეროვანში 29 მარ, 2019
გაეროს ასამბლეის ევროპის შტაბის დირექტორი ქალბატონი პასკალ მორეი სამუშაო ჯგუფთან ერთად ოძისის გამყოფ ზოლთან იმყოფებოდა. შეხვედრა შედგა ახალგორიდან დევნილ ...
დღეს ერთი წელი შესრულდა ეროვნული გმირის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან. 22 თებ, 2019
დღეს ერთი წელი შესრულდა ეროვნული გმირის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი გულისტკივილით იხსენებს ამ ...
1 2 3 4 5

ახალგორის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით