გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 268
სიახლეები
ერისთავობა 2017 3 ოქტ, 2017
ყველას გილოცავთ ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების ხსენების დღეს ! მათი ლოცვით უფალმა აკურთხოს ჩვენი ქვეყნის ერთიანობა, გისურვებთ მომავალ წელს ერთად გვეზეიმოს ეს დიდი საერო დღესასწაული ჩვენს მამაპაპისეულ მიწაზე, ახალგორში...

ამ ლამაზ დღეს ახალგორში ვზეიმობდით...იქ ახალგორში სადაც ერისთავთა გული ფეთქავდა, სადაც ქართული სული ყალიბდებოდა და ქართველობა ხარობდა. დღეს ეს დღესასწაული აღინიშნა წეროვანის დევნილთა დასახლებაში.

საზეიმო განწყობა ჩვენთან ერთად გაიზიარეს ჩამობრძანებულმა სტუმრებმა: მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, დევნილთა მინისტრის მოადგილეებმა შოთა რეხვიაშვილმა და მამაუკა ცოტნიაშვილმა მათ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ნუგზარ თინიკაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ბალაშვილთან ერთად მოსახლეობას მიულოცეს ერისთავობა ამ დღესთან დაკავშირებით გახსნეს წილკნის დევნილთა დასახლებაში ბაგა-ბაღი.

ამ დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ადგილობრივი, ისე მოწვეული ანსამბლები, მომღერლები და პოეტები.

ქსნის ხეობელთა სამადლობელი სიგელი გადაეცა პოეტ ტარიელ ხარხელაურს და კვარტეტ ,,კესანეს''. ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცა სამადლობელი სიგელი.

გაიმართა ქართული ჭიდაობა, გამარჯვებულები ახალგორის მუნიციპალიტეტმა დააჯილდოვა ფულადი პრიზებით.

დასასრულს ნუგზარ ფსუტურის სახელობის კულტურის სახლთან მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.


შეხვედრა წეროვანში 14 მაი, 2018
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, წეროვანის #3 საჯარო სკოლაში, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელ ნუგზარ თინიკაშვილს, დევნილთა მინისტრის მოადგილე შოთა ...
ახალგორის გამგებელი - არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების ვადებზე ვერ ვისაუბრებთ 2 მარ, 2018
ახალგორის გამგებელი - არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების ვადებზე ვერ ვისაუბრებთ, ვინაიდან იყო შეთანხმებები, რომლებიც რამდენჯერმე დაირღვა 12:48, 27.02.2018 არჩილ ...
ახალგორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოგიწოდებთ ! 19 თებ, 2018
ახალგორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოგიწოდებთ ! ქვეყანაში წითელას ეპიდემიის საშიშროებაა ! წითელა სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა ...
ლიტვის პრემიერ მინისტრი ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში 31 იან, 2018
დღეს, 30 იანვარს საქართველოში ოფიციალური ვიზიტის პროგრამის ფარგლებში ლიტვის პრემიერ მინისტრმა საულიუს სკვერნელისმა იძულებით გადაადგილებული დასახლება - ფრეზეთი ...
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი დევნილ მოსახლეობას შეხვდა 26 იან, 2018
დღეს ახალგორის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა მცხეთა- მთიანეთის მხარეში ლევან ზაუტაშვილმა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ...
ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე აქციის ფარგლებში წეროვანში უფასო გამოკვლევები ჩატარდა 12 იან, 2018
დღეს კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ცხრა სხვადასხვა პროფილის მაღალპროფესიონალმა ექიმებმა დევნილი ...
საკრებულომ გამგებლის ანგარიში მოისმინა და დადებითად შეაფასა 10 იან, 2018
8 იანვარს, ახალგორის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში საკრებულოს მიერ მოწვეულ სხდომაზე , მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა 2017 წლის მუშაობის შესახებ ...
საახალწლოდ შეჭირვებულ ოჯახებს სურსათი დაურიგდა 10 იან, 2018
ახალგორის მუნიციპალიტეტმა დევნილი მოსახლეობის სამივე დასახლებაში, 85 შეჭირვებულ ოჯახს საახალწლოდ სურსათი გადასცა და შობა-ახალი წელი ...
ახალგორის მუნიციპალეტის გამგებლის მილოცვა 28 დეკ, 2017
ჩემო ძვირფასო ახალგორელებო, ქსნისხეველებო, გულითადად მინდა მოგილოცოთ დამდეგი 2018 ახალი წელი. მომავალი წელი ყოფილიყოს ჩვენი სამშობლოს გაერთიანების, გაძლიერების, ...
1 2 3 4

ახალგორის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით