გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 304
სიახლეები
შეხვედრა სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩ პაველ ვიზდალთან 1 აპრ, 2019
2019 წლის 27 მარტს წეროვანის დევნილთა დასახლებას სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პაველ ვიზდალი და სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SlovakAid) წარმომადგენლები ესტუმრნენ.

ისინი გაეცნენ არასამთავრობო ორგანიზაცია უკეთესი მომავლისათვის საქმიანობას, მიმდინარე პროექტებს.

შეხვდნენ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელს ბატონ ნუგზარ თინიკაშვილს რომელმაც სტუმრებს დევნილთა პრობლემატიკა გააცნო. განიხილეს მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები.

სტუმრები ასევე იმყოფებოდნენ ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში და ადგილზე გაეცნენ დასახლებაში მცხოვრები ახალგაზრდების პრობლემებსა და საჭიროებებს.

ორგანზიაცია უკეთესი მომავლისათვის 2019 წლის მაისიდან სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარებისაა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში განახორციელებს პროექტს „აქტიური მოქალაქეობა ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში“. პროექტის ფარგლებში სამი მცირე სათემო პროექტი განხორციელდება.


დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლასა და ახალგორის მუნიციპალიტეტის შორის მემორანდუმი გაფორმდა. 18 სექ, 2023
დღეს, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელ გელა შერმადინსა და დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ⚽️ შეხვედრის ფარგლებში დინამო ...
ბაგა-ბაღების დათვალიერება 16 მაი, 2023
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გელა შერმადინმა წეროვანის, წილკანისა და ფრეზეთის ბაგა-ბაღები მოინახულა და ადგილზე არსებულ ვითარებას დეტალურად გაეცნო. ...
ამერიკელი სტუმრები ფრეზეთის დასახლებაში 7 აპრ, 2022
✅აშშ. საელჩოს თავდაცვითი ურთიერთობების ოფისის ორმხრივი ოფიცერი - მაიორი დანიელ სეკულა და მისი ასისტენტი თამარ რურუა, მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულის მოადგილე ...
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში თეა ახვლედიანი სტუმრად წეროვანის დევნილთა დასახლებაში 13 დეკ, 2021
წეროვანის დევნილთა დასახლებაში, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იმყოფებოდა სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ...
უფასო გამოკვლევები დევნილთა დასახლებაში 8 დეკ, 2021
ტუბერკულოზის ცენტრი წეროვნის დევნილთა დასახლებაში უახლესი ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევის მეთოდებით ატარებს მოსახლეობისთვის უფასო გამოკვლევებს. ✅ ...
წეროვანის დასახლებაში გზების მოასფალტება დაიწყო 25 ნოე, 2021
✅ წეროვანის დევნილთა დასახლებაში, პირველიდან მეთოთხმეტე ქუჩამდე ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები დაიწყო. ✅ პროექტი ხორციელდება მცხეთის მერიის დაფინანსებით. ...
ერისთავობა 2021 1 ოქტ, 2021
დღეს შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავებისა და ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღეა ! მათ საკუთარი სამშობლოსათვის თავი გაწირეს და საქართველოს განთავისუფლებისთვის ...
ახალგორის მუნიციპალიტეტის დასახლებაში ლიეტუვას რესპუ ბლიკის დაფინანსებით დამონტაჟდება ელექტრო -ენერგიის მზის ბატარეული სისტემა 30 სექ, 2019
ახალგორის მუნიციპალიტეტის სამივე დასახლებაში (წეროვანი,წილკანი, ფრეზეთი),ლიეტუვას რესპუბლიკის დაფინანსებით მიმდინარეობს ელექტრო-ენერგიის ბატარეული სისტემის ...
წეროვანში ახალი ფეხბურთის მოედანის გაკეთება დაანონსდა 30 აგვ, 2019
წეროვნის დევნილთა დასახლებაში ახალი ფეხბურთის მოედნის პროექტის დაწყება დაანონსდა დღეს წეროვნის დასახლებაში გაიმართა ღონისძიება ახალი ფეხბურთის მოედნის ...
1 2 3 4 5 6

ახალგორის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით