გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 307
სიახლეები
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში თეა ახვლედიანი სტუმრად წეროვანის დევნილთა დასახლებაში 13 დეკ, 2021
წეროვანის დევნილთა დასახლებაში, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იმყოფებოდა სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი.

✅შეხვედრა, გაიმართა ახალგორის მუნიციპალიტეტის ნუგზარ ფსუტურის სახელობის კულტურის სახლში,ესწრებოდნენ:

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე,დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი მანჯავიძე,ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზი ბალაშვილი.

✅საუბრის მთავარი თემა საზღვრის იქით და საზღვრის აქეთ მყოფი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებას და საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნების მნიშვნელობას შეეხებოდა.

✅სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობაზე და საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტებზე,ასევე ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც პასუხისმგებლობას აკისრებს რუსეთს რათა ადამიანებს არა აქვთ შესაძლებლობა დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში.

✅ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა თავის მხრივ ისაუბრა დევნილების საჭიროებებზე, შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებთან ერთად მოინახულა და საჩუქრები გადასცა წეროვანის ბაგა-ბაღის არსაზრდელებს.


დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლასა და ახალგორის მუნიციპალიტეტის შორის მემორანდუმი გაფორმდა. 18 სექ, 2023
დღეს, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელ გელა შერმადინსა და დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ⚽️ შეხვედრის ფარგლებში დინამო ...
ბაგა-ბაღების დათვალიერება 16 მაი, 2023
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გელა შერმადინმა წეროვანის, წილკანისა და ფრეზეთის ბაგა-ბაღები მოინახულა და ადგილზე არსებულ ვითარებას დეტალურად გაეცნო. ...
ამერიკელი სტუმრები ფრეზეთის დასახლებაში 7 აპრ, 2022
✅აშშ. საელჩოს თავდაცვითი ურთიერთობების ოფისის ორმხრივი ოფიცერი - მაიორი დანიელ სეკულა და მისი ასისტენტი თამარ რურუა, მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულის მოადგილე ...
უფასო გამოკვლევები დევნილთა დასახლებაში 8 დეკ, 2021
ტუბერკულოზის ცენტრი წეროვნის დევნილთა დასახლებაში უახლესი ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევის მეთოდებით ატარებს მოსახლეობისთვის უფასო გამოკვლევებს. ✅ ...
წეროვანის დასახლებაში გზების მოასფალტება დაიწყო 25 ნოე, 2021
✅ წეროვანის დევნილთა დასახლებაში, პირველიდან მეთოთხმეტე ქუჩამდე ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები დაიწყო. ✅ პროექტი ხორციელდება მცხეთის მერიის დაფინანსებით. ...
ერისთავობა 2021 1 ოქტ, 2021
დღეს შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავებისა და ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღეა ! მათ საკუთარი სამშობლოსათვის თავი გაწირეს და საქართველოს განთავისუფლებისთვის ...
ახალგორის მუნიციპალიტეტის დასახლებაში ლიეტუვას რესპუ ბლიკის დაფინანსებით დამონტაჟდება ელექტრო -ენერგიის მზის ბატარეული სისტემა 30 სექ, 2019
ახალგორის მუნიციპალიტეტის სამივე დასახლებაში (წეროვანი,წილკანი, ფრეზეთი),ლიეტუვას რესპუბლიკის დაფინანსებით მიმდინარეობს ელექტრო-ენერგიის ბატარეული სისტემის ...
წეროვანში ახალი ფეხბურთის მოედანის გაკეთება დაანონსდა 30 აგვ, 2019
წეროვნის დევნილთა დასახლებაში ახალი ფეხბურთის მოედნის პროექტის დაწყება დაანონსდა დღეს წეროვნის დასახლებაში გაიმართა ღონისძიება ახალი ფეხბურთის მოედნის ...
1 2 3 4 5 6

ახალგორის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით