












გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
|
სიახლეები
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 19 მარტის N8 დადგენილებით დამტკიცებული „ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამების განკარგვის, დაფინანსებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მე - 9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და ამავე წესის მე - 6 მუხლის საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფი, წარმოგიდგენთ ინფორმაციას 2018 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
საანგარიშო პერიოდში სამუშაო ჯგუფის მიერ ჩატარებულია 75 სხდომა, განხილული იქნა სულ 590 (ხუთას ოთხმოცდა ათი) განცხადება, მათ შორის: ავადმყოფთა სამედიცინო მომსახურეობა 365, ოჯახებისა და ბავშვების დახმარება 123, გარდაცვლილთა ოჯახების დახმარება 102,
მუხლი N1 ოჯახების და ბავშვების დახმარება
განსახილველად შემოსულია 123 (ასოცდა სამი) განცხადება, სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა და მიმართა წინადადებით მუნიციპალიტეტის გამგებელს, ახალშობილთა ოჯახებისათვის გაეწია ერთჯერადი ფულადი დახმარება.
მუხლი N2 გარდაცვლილთა ოჯახების დახმარება
შემოსულია განსახილველად 102 (ას ორი) განცხადება, სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა და წინადადებით მიმართა მუნიციპალიტეტის გამგებელს, გაეწია ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილთა ოჯახებისათვის.
მუხლი N3 ავადმყოფთა სამედიცინო დახმარება
შემოსულია სულ 365 (სამას სამოცდა ხუთი) განცხადება. სამედიცინო გამოკვლევებზე 217 (ორას ჩვიდმეტი), ოპერაცია 113 (ას ცამეტი), ვარჯიშებზე 29 (ოცდაცხრა), ქიმიოთერაპია 6 (ექვსი) განცხადება. სამედიცინო გამოკვლევაზე შემოსულ 3 განმცხადებელს სამუშაო ჯგუფმა დაფინანსებაზე უთხრა უარი, სხვა დანარჩენ განცხადებებზე სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა და მიმართა წინადადებით მუნიციპალიტეტის გამგებელს განხილულ განცხადებებზე გაცემულიყო შესაბამისი საგარანტიო წერილი შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში;
ასევე გაცნობებთ, რომ 2018 წელს შემოსულ განცხადებებზე, რომელიც შეეხება ახალშობილებსა და გარდაცვლილთა ოჯახების ერთჯერად ფულად დახმარებას, მთლიანად
შესრულებულია ფინანსური ანგარიშსწორება, ხოლო 2018 წლის ჯანდაცვის კუთხით დარჩენილი (ოპერაციიები, გამოკვლევები, ვარჯიშები) დაფინანსება მიმდინარეობს ეტაპობრივად, მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსული ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების და სამედიცინო დაწესებულებებიდან მითითებული დოკუმენტაციის საფუძველზე.
2018 წლის სოც. პროგრამით გათვალისწინებული ფაქტიური ხარჯები
განცხადება თანხა
1. ავადმყოფთა სამედიცინო დახმარება 365 95 067 ლარი
2. ოჯახებისა და ბავშთა დახმარება 123 36 900 ლარი
3. გარდაცვლილთა ოჯახების დახმარება 102 40 800 ლარი
სულ: 590 172 767 ლარი
|
|
 |
ჩვენ გვახსოვს 2008 წლის 8 აგვისტო...
აგვისტოს ომის 11 წლისთავზე ახალგორის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ ...
|
|
 |
ფრეზეთში მიმდინარე წლის შემოდგომაზე თანამედროვე სტანდარტების ბაგა-ბაღი გაიხსნება.
დღეს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა მოადგილე გელა ...
|
|
 |
წეროვანის დასახლებას გაეროში აკრედიტირებული მუდმივი წარმომადგენლები ეწვივნენ.
შეხვედრა შედგა წეროვანის #3 საჯარო სკოლაში,სტუმრებს მასპინძლობას უწევდა ახალგორის ...
|
|
 |
1989 წლის 9 აპრილიდან 30 წელი გავიდა.
ახალგორის მუნიციპალიტეტის სკვერში არსებული 9 აპრილის მემორიალი, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო ...
|
|
 |
2019 წლის 27 მარტს წეროვანის დევნილთა დასახლებას სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პაველ ვიზდალი და სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის ...
|
|
 |
გაეროს ასამბლეის ევროპის შტაბის დირექტორი ქალბატონი პასკალ მორეი სამუშაო ჯგუფთან ერთად ოძისის გამყოფ ზოლთან იმყოფებოდა.
შეხვედრა შედგა ახალგორიდან დევნილ ...
|
|
|
დღეს ერთი წელი შესრულდა ეროვნული გმირის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან.
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი გულისტკივილით იხსენებს ამ ...
|
|
 |
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის წარმატებით განხორციელების მიზნით, . მცხეთა-მთიანეთის რწმუნებული შალვა კერესელიძე, მოადგილე მანანა ნარიმანიძე და ახალგორის ...
|
|
 |