წარმოგიდგენთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული იმ უძრავი ქონების ბინადრობის/სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალს, რომლიდან ერთ-ერთი მაინც უნდა წარმოადგინოთ 16 ივლისიდან 6 აგვისტოს ჩათვლით ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის დარბაზში:
1. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება;
2. ბინის ორდერი;
3. სასამართლოს გადაწყვეტილება;
4. მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანდერძი);
5. სათანადო სამსახურის მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმა;
6. ამონაწერი სოფლის საკომლო წიგნიდან;
7. სსრკ პასპორტში ჩაწერის დამადასტურებელი აღნიშვნა;
8. ბინის სახლის სამშენებლო პროექტი;
9. სხვა დოკუმენტების დასახელება, რომელიც ადასტურებს კავშირს თქვენს მიერ დეკლარირებულ უძრავ ქონებაზე; (ცნობა ადგილობრივი თვითმმართველობიდან);