გამოკითხვა
რომელია თქვენთვის პრიორიტეტული პრობლემა?
     
სულ: 304
გამგებელი

გელა შერმადინი - გამგებელი

გელა შერმადინი

გელა გივის ძე შერმადინი, დაიბადა 1972 წლის 15 მაისს ახალგორის რაიონის სოფელ ლარგვისში. 1978 წელს სწავლა დაიწყო ახალგორის რაიონის ლარგვისის საშუალო სკოლაში,რომლის სრული კურსი დაამთავრა 1989 წელს. სკოლის დამთავრების თანავე მუშაობა დაიწყო ლარგვისის კოლმეურნეობასი რიგით კოლწევრად. 1990წელს ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში, საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში, რომელიც 1995 წელს დაამთავრა დასწრებული სწავლების სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტის ინჟინერ-მიწათმოწყობის სპეციალობა. 1995 წლის 5 დეკებერს დაინიშნა ახალგორის რაიონის მიწის რესურსებისა და მიწის კადასტრის განყოფილების უფროსად. 1997 წლის 1 მარტიდან გადაყვანის წესით დაინიშნა ახალგორის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს უფროსად. 2004 წლის 1სექტემბრიდან განთავისუფლდა აღნიშნული თანამდებობიდან მიწის მართვისსახელმწიფო დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.

2004 წლის 2 სექტემბრიდან დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალგორის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსად , 2016 წლის10 ნოემბრიდან დაინიშნა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ,ხოლო 2023 წლის 1 მაისიდან ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლად.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.



ახალგორის მუნიციპალიტეტი © 2011. ვებგვერდი შეიქმნა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ხელშეწყობით