
ყველას გილოცავთ ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების ხსენების დღეს ! მათი ლოცვით უფალმა აკურთხოს ჩვენი ქვეყნის ერთიანობა, გისურვებთ მომავალ წელს ერთად გვეზეიმოს ეს დიდი საერო დღესასწაული ჩვენს მამაპაპისეულ მიწაზე, ახალგორში...
ამ ლამაზ დღეს ახალგორში ვზეიმობდით...იქ ახალგორში სადაც ერისთავთა გული ფეთქავდა, სადაც ქართული სული ყალიბდებოდა და ქართველობა ხარობდა. დღეს ეს დღესასწაული აღინიშნა წეროვანის დევნილთა დასახლებაში.
საზეიმო განწყობა ჩვენთან ერთად გაიზიარეს ჩამობრძანებულმა სტუმრებმა: მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, დევნილთა მინისტრის მოადგილეებმა შოთა რეხვიაშვილმა და მამაუკა ცოტნიაშვილმა მათ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ნუგზარ თინიკაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ბალაშვილთან ერთად მოსახლეობას მიულოცეს ერისთავობა ამ დღესთან დაკავშირებით გახსნეს წილკნის დევნილთა დასახლებაში ბაგა-ბაღი.
ამ დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ადგილობრივი, ისე მოწვეული ანსამბლები, მომღერლები და პოეტები.
ქსნის ხეობელთა სამადლობელი სიგელი გადაეცა პოეტ ტარიელ ხარხელაურს და კვარტეტ ,,კესანეს''. ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცა სამადლობელი სიგელი.
გაიმართა ქართული ჭიდაობა, გამარჯვებულები ახალგორის მუნიციპალიტეტმა დააჯილდოვა ფულადი პრიზებით.
დასასრულს ნუგზარ ფსუტურის სახელობის კულტურის სახლთან მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.